fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან! ცვლილებები ათენის მეტროს მე-2 და მე-3 ხაზზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 9 ივნისიდან ათენის მეტროს მუშაობის განრიგში ცვლილებები შედის.

როგორც ჩანს, მთავრობა გაცემულ დაპირებას ასრულებს და ხვალიდან, 9 ივნისიდან, პიკის საათებში მეტროს მოძრაობის სიხშირე იზრდება.

კერძოდ, მეტროს მე-2 ხაზზე მატარებლები დილის 07:00 საათიდან 11:00 საათამდე იმოძრავებენ 4,5 წუთის შუალედით. ასევე 4,5 წუთის შუალედით იმოძრავებენ მატარებლები შუადღეს, 13:30 საათიდან 17:30 საათამდე. 17:30 საათიდან 20:30 საათამდე კი 5 წუთის შუალედით.

რაც შეეხება ათენის მეტროს მე-3 ხაზს, მატარებლები იმოძრავებენ 4,5 წუთის შუალედით დილის 07:00 საათიდან 17:30 საათამდე, ხოლო 17:30 საათიდან 20:30 საათამდე 5 წუთის შუალედით.

მატარებლების მოძრაობის სიხშირე იგივე პრიციპით იცვლება ელექტრო მატარებელსა (ტრენო) და ტრამვაისთან დაკავშირებითაც.

onalem

ტესტ