fbpx
საბერძნეთი

ხვალ საჯარო უწყებები 10:00 საათზე დაიწყებენ მუშაობას, მაღაზიები კი, 11:00 საათზე გაიხსნებიან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ, 7 თებერვალს, საჯარო უწყებები და მაღაზიები განსხვავებული რეჟიმით იმუშავებენ.

კერძოდ, საჯარო უწყებები გაიხსნებიან 10:00 საათზე, ხოლო ატიკის ჩრდილოეთ გარეუბნებში მდებარე მაღაზიები მუშაობას 11:00 საათიდან დაიწყებენ.

ამას გარდა, ატიკის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ ტერიტორიებზე სკოლები ხვალაც არ იმუშავებს.

კერძოდ, საუბარია ატიკის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთითა და დასავლეთით მდებარე უბნების სკოლებზე.

უამინდობასთან დაკავშირებით სამოქალაქო დაცვისა და კრიზისების მართვის დეპარტამენტი აქტიურად მართავს შეხვედრებს და მობილიზებულია სამსაშველო სამსახური, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა დასახმარებლად.

onalem

ტესტ