fbpx
პოლიტიკა

პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, მიცოტაკი ერდოღანს დაუკავშირდა და მწუხარება გამოთქვა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2.600-მდე გაიზარდა, კადრები კი, რომლებიც დაზარალებული ტერიტორიებიდან ვრცელდება, შოკისმომგვრელია.

მიუხედავად იმისა, რომ მიცოტაკისა და ერდოღანს შორის არც თუ ისე მეგობრული ურთიერთობა არსებობს და თურქეთის პრეზიდენტი საკმაო ხანია მკაცრ უარს აცხადებს ბერძენ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე, მიცოტაკიმ პოლიტიკა გვერდით გადადო, ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა და ღრმა, გულწრფელი მწუხარება გამოთქვა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

საბერძნეთმა უკვე გააგზავნა სამაშველო ჯგუფი თურქეთში და მიცოტაკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად, რა მხრივაც იქნება საჭირო მომდევნო ეტაპზე.

ერდოღანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მიცოტაკისა გვერდით დგომისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის.

onalem

ტესტ