fbpx
საბერძნეთი

უზარმაზარი საკრუიზო გემის 700-სზე მეტ მგზავრს ხანიაში წყლის ყიდვის უფლებაც არ მისცეს

უზარმაზარი საკრუიზო გემი, «Mein Schiff 5», ხანიაში ყოველ 15 დღეში ერთხელ ჩადის. 1.300 მგზავრით ის სუდას პორტში დღეს დილის საათებში შევიდა.

ირკვევა, რომ აქედან 750 მგზავრი ბორტიდან ჩამოვიდა და ისინი ავტობუსით ხანიის ცენტრში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ტურისტული კომპანია TUI-ს პროტოკოლი იმდენად მკაცრია, რომ მათ იმის უფლებაც კი არ მისცეს, რომ ერთი ბოთლი წყალი ეყიდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ხანია გუშინწინდელ დღემდე “ფორთოხლისფერ” ზონაში იყო, ეპიდმდგომარეობის მიხედვით.

ამრიგად, მგზავრებს არ აქვთ უფლება რაიმე შეიძინონ ადგილობრივი ბიზნესიდან, სიგარეტი და წყალიც კი. ისინი სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ადგილებში გადაჰყავთ და არ უნდა გაჩერდნენ ვიტრინების გარეთ.

ირკვევა, რომ იგივე საკრუიზო გემი ხანიას კიდევ ესტუმრება მომავალში და იმედოვნებენ, რომ იმ დროისთვის ხანიას “ყვითელი” ზონის სტატუსი ექნება.

onalem

ტესტ