fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველთათვის

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში შემოსვლაზე შეზღუდვები გახანგრძლივდა 2021 წლის 3 ივლისამდე. აღნიშნული ეხება,  ყველა მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

გამონაკლისს წარმოადგენენ ავსტრალიის, ახალი ზელანდიის რუანდის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, გაერთიანებული ემირატების, აშშ-ს, სინგაპურის, რუანდის, ისრაელის, რუსეთის ფედერაციის, სერბეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბელარუსის, ბაჰრეინის, ყატარის, ჩინეთის, ქუვეითის, საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია ჰერცოგოვინის, უკრაინისა და მონტენეგროს  მოქალაქეები და ბინადრობის ნებართვის მქონე პირები.

ასევე, შეზღუდვებისგან გათავისუფლებულნი არიან:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მეუღლეები და 18 წლამდე არასრულწლოვანი შვილები;
  • სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ჯანდაცვის სფეროს მკვლევარები იმ შემთხვევაში თუ შემოსვლისას დაასაბუთებენ ვიზიტის მიზნობრიობას და საჭიროებას;
  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
  • სამთავრობო დელეგაციის წევრები;
  • დიპლომატიური დელეგაციის წევრები,  საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლები;
  • სატრანსპორტო სფეროს თანამშრომლები, მათ შორის მეზღვაურები, საჰაერო ხომალდების თანამშრომლები, სატვირთო ტრანსპორტის მძღოლები;
  • ტრანზიტული მგზავრები;
  • სტუდენტები;
  • მოხუცი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომვლელები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებული სეზონური მუშები;
  • მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები რომლებიც ვერ ხვდებიან ვერცერთ ზემოთჩამოთვლილი   კატეგორიაში აქვთ უფლება მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საბერძნეთის საკონსულო სამსახურებს  და მათი პერსონალური ან ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დასაბუთებულად მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება.

 

საბერძნეთში მომავალი ყველა მგზავრისთვის ძალაში რჩება ელექტრონული აპლიკაციის შევსების ვალდებულება, რომელიც შევსებული უნდა იყოს გამომგზავრებამდე 24 საათით  ადრე შემდეგ ვებ-გვერდზე: https://travel.gov.gr/#/. ერთი ოჯახის წევრებს შეუძლიათ შეავსონ ერთობლივი ფორმა.

დამატებით: ნებისმიერი პირი განურჩევლად მოქალაქეობისა, რომელსაც ნება აქვს დართული საბერძნეთში შემოსვლაზე უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთს:

  • უნდა ჰქონდეს დასრულებული კოვიდ ვაქცინაცია გამომგზავრებამდე არანაკლებს 14 დღისა და უნდა წარმოადგინოს ვაქცინაციის სერტიფიკატი: ბერძნულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ ან რუსულ ენაზე, გაცემული საჯარო უწყების მიერ და დამოწმებული შესაბამისი წესით. ვაქცინაციის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: პიროვნების სახელი და გვარი, ვაქცინის სახეობა, დოზების რაოდენობა, ვაქცინის გაკეთების თარიღი. დაშვებული ვაქცინებია: Pfizer BioNtech, Moderna, Astra Zeneca/Oxford, Novavax, Johnson + Johnson/Janssen, Sinovac Biotech, Gamaleya (Sputnik), Cansino Biologics, Sinopharm.
  • უნდა წარმოადგინოს COVID-19 (PCR)- ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გაკეთებულია გამომგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა. ტესტის პასუხი შეიძლება იყოს ბერძნულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ ან რუსულ ენაზე და უნდა შეიცავდეს პასპორტის ან სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.
  • უნდა წარმოადგინონ Covid-19-ისაგან გამოჯანმრთელების ფორმა (პსრ ან ანტიგენის ტესტი), რომელიც გაცემულია კოვიდ ინფიცირების შესახებ დადებითი პასუხიდან 2 თვის შემდეგ. აღნიშნულის წარდგენა შესაძლებელია დოკუმენტის გაცემიდან არაუგვიანეს 9 თვისა.
  • უნდა წარმოადგინონ ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად ციფრული ან მატერიალური ფორმით. აღნიშნული დოკუმენტის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ვაქცინაციის, კოვიდ ტესტის ან გამოჯანმრთელების შესახებ მტკიცებულებებს, იმ ვალიდურობით, როგორც ეს განსაზღვრულია კანონით

ზემოაღნიშნული რეგულაციები ეხება 12 წელს ზემოთ ყველა ასაკის პირს.