fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ნაგვის ყუთში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში, სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა. ნაგვის ყუთში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს.

ირკვევა, რომ გვიან ღამით პოლიციაში სასაფლაოს თანამშრომელმა დარეკა და შოკირებულმა განაცხადა, რომ ნაგვის ყუთში ბავშვის ცხედარი იპოვა.

ცხადია, მაშინვე მობილიზდნენ პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ბავშვის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ამ დროისთვის მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება, რათა ბავშვის სიკვდილის მიზეზი დადგინდეს.

 

onalem

ტესტ