fbpx
საზოგადოება

“თავის გადარჩენა ვერანაირი გზით ვერ მოახერხეს, წყალმა სახლში 3 მეტრს მიაღწია” – ევიას ტრაგედია

როგორც უკვე ცნობილია, ევიაში წყალდიდობის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი და მათ შორის არიან 38 წლის კალიოპი და 42 წლის იანი. წყვილმა, რომელსაც კატასტროფის ტერიტორიაზე სახლი ჰქონდა ნაქირავები და იქ შვებულებას ატარებდა, ვერ იპოვა ვერანაირი გზა, რომ სიკვდილისთვის თავი დაეღწია.

როგორც ირკვევა, მათ სახლში შევარდნილმა წყლის სიმაღლემ თითქმის 3 მეტრს მალევე მიაღწია და როდესაც მოქმედება დაიწყეს, უკვე გვაინი იყო.

კალიოპი და იანი არ ფიქრობდნენ ცუდზე და სავარაუდოდ, ეგონათ, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა. არც სადმე დაურეკავთ და ნათესავები ამბობენ, რომ სახლში ტელეფონი კარგად არც იჭერდა. საბოლოოდ კი, პანიკაში ჩავარდნის ფონზე, ორივე მათგანი დაიხრჩო.

მაშველებმა ისინიც, როგორც დანარჩენი გარდაცვლილები, ტალახში იპოვეს.

onalem

ტესტ