fbpx
საზოგადოება

სინდაღმაზე 7 მეტრიან ნატურალურ ნაძვის ხეს დადგამენ, თამთა კი ახალი წლის ღამეს იმღერებს

სინდაღმის ცენტრში ნაძვის ხეს, რომელიც ქალაქს გასულ წელს ამშვენებდა, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რადგან მისი დადგმა არც იგეგმება. როგორც ათენის მერმა, კოსტას ბაკოიანისმა განაცხადა, კარპენისიდან ბუნებრივ ნაძვის ხეს ჩამოიტანენ და ის დაახლოებით 7 მეტრი იქნება.

ბაკოიანმა ასევე განმარტა, რომ გაიმართება ბევრად ახალგაზრდული კონცერტი, სადაც იმღერებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან თამთა, Melisses, ივი ადამუ და ა.შ. ეს იმისთვის, რომ წელიწადის ბოლო დღეს ცენტრში გამოვიდნენ ახალგაზრდები, 18-დან 30 წლამდე.

ამ დრომდე არსებული პროგრამები არ იყო ამ სეგმენტზე გათვლილი და ბევრად მოსაწყენად გამოიყურებოდა. ახლა კი თანამედროვე მუსიკით ათენის მერია მოსახლეობის ნაწილის მეტ დაინტერესებას ცდილობს.

 

onalem

ტესტ