fbpx
პოზიტივი

სიმწვანეში ჩაფლული ზღაპრული სახლი ათენის ცენტრში – ვინ ცხოვრობს იქ?!

ფოტოებზე ნანახიდან გამომდინარე რთულად დაიჯერებთ, რომ ასეთი სახლში ათენში მართლაც არსებობს. ეს არის მყუდრო საცხოვრებელი, რომელიც მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და რომელიმე ზღაპრის კადრს მოგაგონებთ.

სახლს აქვს ბაღი, აუზი, ბოსტანი და სოტირი და ფული გეორგაკოპულოები იქ ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ.

“როგორც დაუქორწინებელი წყვილი ადრე ათენის ცენტრში, ლიკავიტოს მთასთან მდებარე პატარა, მაგრამ კეთილმოწყობილ ბინაში ვხოვრობდით. მაგრამ როცა ოჯახმა ზრდა დაიწყო, მოგვინდა, რომ გვქონოდა სახლი, რომელიც დაემსგავსებოდა სოფლის სახლს. ჰქონოდა ბაღი, მოგვეყვანა ბოსტნეული და გვყოლოდა ცხოველები. და ვიპოვეთ კიდეც… მაგრამ ყველაფერი ასეთი არ იყო, როგორსაც ახლა ხედავთ…

აქ უკვე 25 წელია ვცხოვრობთ და ამ ხნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოვახდინეთ… შევცვალეთ როგორც გარედან, ისე შიგნიდან და გავაკეთეთ ისე, რომ ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს ვართ. ახლა ჩვენთან ცხოვრობს ჩვენი გოგონაც და მისი ერთი თვის შვილიც,” ამბობს ფული.

სახლის შიდა ინტერიერს არანაირი კავშირი არ აქვს თანამედროვეობასთან… იქ ყველაფერი მაგიურია და ნამდვილად ზღაპარში გამოგზაურებთ.

იხილეთ ფოტოები:

 

onalem

ტესტ