fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მწვავე ჰეპატიტით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ΕΟΔΥ-ს ინფორმაციით, საბერძნეთში მწვავე ჰეპატიტით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, ბიჭი, რომელიც აღნიშნული დაავადებით დაიღუპა 13 თვის იყო, ატიკის რეგიონიდან.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ჩვილს ორი დღის მანძილზე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ლეთარგია აღენიშნებოდა. ამის გამო პედიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მწვავე ჰეპატიტის დიაგნოზის ფონზე, ანალიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს ღვიძლის უკმარისობა და ცერებრალური შეშუპება აღენიშნებოდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

დღეს, 6 ივლისს, საბერძნეთში აღნიშნული დაავადების კიდევ 11 შემთხვევა გამოვლინდა, მათი იდენტიფიცირება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიის პროტოკოლის მიხედვით მოხდა. ამ შემთხვევათაგან არცერთი არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, არ არის აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია და მათი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია.

onalem

ტესტ