fbpx
კრიმინალი

საბერძნეთში ძებნილი ალბანელი, “პალეო ფალიროს მოძალადე”, ალბანურმა პოლიციამ დააკავა და ბერძნებს გადმოსცა

ყველასთვის კარგად ცნობილია ალბანელი დამნაშავე, სახელწოდებით “მოძალადე სვირინგით” ან “პალეო ფალიროს მოძალადე”, რომელსაც ალბანური და ბერძნული პოლიცია ერთად ეძებდა. მან 22 ოქტომბერს ჯერ 24 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა, ხოლო რამდენიმე საათში 34 წლის ქალი გააუპატიურა. მისი ძებნის ოპერაციას აქტიურად ადევნებდა თვალს საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო, რომელიც დაუკავშირდა ალბანურ უწყებებს და თანამშრომლობის საფუძველზე ალბანელი დააკავეს.

როგორც ირკვევა, მამაკაცი ალბანეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ავლონაში, თავისი ოჯახის ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. მას მომარაგებული ჰქონდა საკვებ-სასმელი, ვინაიდან ფიქრობდა, რომ რამდენიმე ხნის მანძილზე მოუწევდა ბინაში დარჩენა და გარეთ გასვლის საჭიროება არ უნდა ჰქონოდა. მისი გეგმა სამწუხაროდ ისე არ წავიდა, როგორც ვარაუდობდა და ტელეფონი გამოიყენა, რის შედეგადაც ალბანურმა პოლიციამ მას მიაგნო და ბერძნებს გადასცა, ის შუაღამით კაკავიას საზღვრიდან გადმოიყვანეს და ΓΑΔΑ-ში იმყოფება, ამ დრომდე ოფიცრებისთვის 1 სიტყვაც არ აქვს ნათქვამი.

ამას გარდა, არსებობს ინფორმაცია, რომ დამნაშავე ალბანეთის დატოვებასაც აპირებდა.

ტაკის თეოდორიკაკო აცხადებს, რომ ალბანელი სამაგალითოდ დაისჯება ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობისთვის.

onalem

ტესტ