fbpx
კრიმინალი

“ომონიას პაკისტანელები აკონტროლებენ… ბიჭი მთელ სხეულზე დაჩეხეს” – თვითმხილველთა ჩვენებები

ბერძნული მედია ექსკლუზიურ ჩვენებებს ავრცელებს, რომლებიც მენანდრუზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის თვითმხილველებმა მისცეს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ავღანელის მოკვლა თავიდანვე დაგეგმილი იყო და ის ფაქტობრივად დანებით დაჩეხეს.

ავსტრალიელ-ბერძენი მამაკაცი, რომელიც ომონიაზე მდებარე სასტუმროშია გაჩერებული, დეტალებს ჰყვება:

“ეს ყველაფერი ჩემიდან დაახლოებით 10-20 მეტრში ხდებოდა. იარაღს ჰაერში ისროდნენ და ზოგიერთები დანებითა და რკინის კეტებით იყვნენ შეიარაღებულები. როგორც კი მივიდნენ იქ, სადაც ავღანელები იყვნენ, მაშინვე დაუწყეს ცემა და დანების დარტყმა. ბიჭი მთელ სხეულზე დაჩეხილი იყო. ერთი სიტყვით, მოვიდნენ კონკრეტულად ამ ადამიანისთვის და გამეტებით ურტყამდნენ. როცა იარაღები დავინახე, ვერ ვიჯერებდი, მეგონა, რომ ყალბი იყო. დაჭრილი ძირს ეგდო და შემდეგ ტაქსის ეძებდნენ, რომ საავადმყოფოში წაეყვანათ.”

სხვა თვითმხილველის თქმით, რამდენიმე დღის წინ დაჭრეს 16 წლის პაკისტანელიც, რომელსაც დაზიანებები ფეხსა და ზურგზე აქვს მიყენებული.

“აქაურობა მათ გაყოფილი აქვთ. თუ სიგარეტით მოვაჭრე სხვა ადამიანი მოვა, მოკლავენ. ამ ტერიტორიას პაკისტანელები აკონტროლებენ,” ამბობს ომონიის მაცხოვრებელი.

პოლიცია მენანდრუზე გამოძიებას და სპეციალურ ოპერაციებს აგრძელებს.

onalem

ტესტ