fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთს არ აქვს სუვერენიტეტის უფლება ეგეოსის ზღვის კუნძულებზე” – ჩავუშოღლუს მორიგი პროვოკაცია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ თავისი მორიგი პროვოკაციით ეჭვქვეშ აყენებს საბერძნეთის სუვერენულ უფლებებს ეგეოსის ზღვის კუნძულებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, ის აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ კუნძულების დემილიტარიზაცია და საბერძნეთი, ამ მხრივ, რეჟიმს 1960 წლიდან არღვევს. მისი განმარტებით, საბერძნეთს არ შეუძლია ჰქონდეს სუვერენიტეტის უფლება იმ კუნძულებზე, რომლებსაც მილიტარიზაციას უწევს და ამის შესახებ გაეროს ოფიციალური წერილი უკვე გაეგზავნა თურქეთის მხრიდან.

“წელს საბერძნეთმა და კვიპროსმა 6-ჯერ სცადა დაერღვია კანონი ჩვენს საზღვაო ტერიტორიაზე, ჩვენს კონტინენტურ შელფზე, თუმცა, შეიარაღებული ძალების საშუალებით, ისინი შევაჩერეთ, დავბლოკეთ. რა ვთქვით ადრე?! ვთქვით, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, საჭიროების შესაბამისად. თუ საჭიროა მაგიდასთან, ხოლო სხვა შემთხვევაში, ბრძოლის ფრონტზეც,” განაცხადა მინისტრმა.

onalem

ტესტ