fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ბინების გატეხვის დროს ორი მამაკაცი დააკავა – მინიმუმ 17 გაძარცვული სახლი

საბერძნეთის პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომელიც ბინების გატეხვას ცდილობდა. ირკვევა, რომ მათ ფაქტზე წაასწრეს, როდესაც კოზანის ტერიტორიაზე მდებარე ორი სახლის საკეტის გაღებას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 33 და 49 წლის მამაკაცებზე, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მოქმედებდნენ და გარდა იმისა, რომ ორი ბინის გაღება სცადეს, წარსულში კიდევ აქვთ ჩადენილი მსგავსი სხვა დანაშაულები.

გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ გაძარცვეს მინიმუმ 17 სხვა ბინა, ხოლო მოპარული ფული და ძვირფასეულობის ღირებულება 19,360 ევროს აჭარბებს.

ამოღებულია მანქანა, სხვადასხვა იარაღები, რომლებითაც საკეტებს ხსნიდნენ, ნიღბები, ხელთათმანები.

ორივე დაკავებული საბერძნეთის მოქალაქეა.

onalem

ტესტ