fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ 19 ემიგრანტი და მათი ქვეყანაში შემომყვანი პირი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ 22 წლის მამაკაცი აიყვანა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მან ქვეყნის საზღვარზე დამალვით გადმოიყვანა 19 არალეგალი ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში, სავარაუდოდ, სამუშაოდ მოდიოდა.

საეჭვო მანქანა პოლიციამ გასულ ღამეს ეგნატიას გზაზე შენიშნა, შემოწმების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მას 19 ადმაიანი გადმოჰყავდა, რომელთაგან საბუთები არცერთს არ ჰქონდა.

22 წლის მამაკაცი და ემიგრანტები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მანქანა კი ჩამოერთვა.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა მათ გადმოყვანაში დიდი რაოდენობის თანხა აიღო.

onalem

ტესტ