fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, პატრას საავადმყოფოს ადმინისტრატორის გადადგომა მოითხოვა

პატრაში 49 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქტიური გამოძიება მიმდინარეობს. გარკვეული შედეგების დადების შემდეგ, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ “აგიოს ანდრეას” სახელობის საავადმყოფოს ადმინისტრატორის გადადგომა მოითხოვა.

ამას გარდა, ახსნა-განმარტებების მიცემა მოეთხოვება ორ ექთანსა და პერსონალის იმ წევრებს, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა საავადმყოფოში კონკრეტული სპეციალობის მორიგე ექიმი, პაციენტი მინიმუმ გასინჯონ და დაიცვან გადაუდებელი სიტუაციების მართვის პროტოკოლი.

როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნულ საავადმყოფოში 49 წლის თოდორის ნემუტიანუს მისვლის დროს 70-ზე მეტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი მორიგეობდა, თუმცა, მაინც რიოს საავადმყოფოში გააგზავნეს, რადგან, როგორც პერსონალი აცხადებს: “არ ეტყობოდა რაიმე ნიშნები, რომ მისი მდგომარეობა სერიოზული იყო”.

გარდაცვლილის და მართლმსაჯულების აღსრულებას და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას ითხოვს.

onalem

ტესტ