fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: წარმატების აღსანიშნავად წავიდა და ტრაგიკულად დაიღუპა

“დიდი სიხარულით დავიძინეთ და გლოვით გავიღვიძეთ, ” ამბობს გარდაცვლილი გოგონას ნათესავი.

ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. 18 წლის გოგონა, რომელმაც ირაკლიოს მე-8 სკოლა დაამთავრა და ეროვნული გამოცდები ჩააბარა, წარმატების აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად წავიდა.

ისინი კრეტას ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პირველ რიგში წავიდნენ, რათა მშობლებისთვის ამ ამბის შესახებ შეეტყობინებინათ, შემდეგ კი, როგორც ყველა ახალგაზრდა, აღნიშვნა გადაწყვიტეს, თუმცა, გოგონა უკან ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

მისმა მეგობარმა ბიჭმა უკანა გზაზე, სახლში დაბრუნებისას, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ელექტრო ენერგიის ბოძს შეასკდა. 18 წლის მარია კონსტანტინუ ავარიას ემსხვეპლა.

სკოლის ხელმძღვანელობა მწუხარებას უცხადებს ოჯახს ამ საშინელი დანაკარგის გამო. მას ახასიათებენ, როგორც ძალიან ბეჯით მოსწავლეს, რომელსაც დიდი ოცნებები ჰქონდა.

რაც შეეხება მანქანის მძღოლს, ის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით, საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

onalem

ტესტ