fbpx
საზოგადოება

გემზე “Ελευθέριος Βενιζέλος” რეისის შესრულებისას ხანძარი გაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გემზე შუაღამეს, რეისის შესრულების დროს გაჩნდა, როდესაც ბორტზე 875 მგზავრი იმყოფებოდა.

ათენის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ გემზე ცეცხლი არავის დაუნახავს, თუმცა, იყო დიდი რაოდენობით კვამლი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გემიდან მგზავრების ევაკუაცია არ მომხდარა, ისინი მხოლოდ კონკრეტულ ადგილას შეკრიბეს და პანიკა თავიდან აიცილეს. ეკიპაჟის წევრთა განცხადებით, ავტომატურმა უსაფრთხოების სისტემამ სიტუაცია განმუხტა და ხანძარი კონტროლირებადი იყო.

ბორტზე 875 მგზავრის გარდა, ეკიპაჟის 141 წევრი იმყოფებოდა.

onalem

ტესტ