fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 70 წლის ბებომ სუპერმარკეტიდან ხორცი და ყველი მოიპარა და პოლიციელებს თავისი ისტორიით გული აუჩუყა

პეტრუპოლიდან გავრცელებულმა ამბავმა როგორც პოლიციის ოფიცრებს, ასევე ადგილობრივ საზოგადოებასაც გული აუჩუყა. საუბარია 70 წლის ქალბატონზე, რომელმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან 30-40 ევროს ღირებულების ხორცი და ყველი მოიპარა, ხოლო როდესაც თანამშრომელმა ფაქტზე წაასწრო, თქვა, რომ ეს ყველაფერი სიღარიბიდან გამომდინარე გააკეთა.

ირკვევა, რომ სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ მოხუცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და მკაცრ უარს აცხადებს უკან გამოტანაზე. ცხადია, ადგილზე მობილიზდა პოლიცია და ოფიცრებს ქალმა უთხრა, რომ სახლში საკვები არ ჰქონდა, რის გამოც, იძულებული გახდა მოეპარა. ამასთანავე, დასძინა, რომ იპოთეკური სესხი აქვს და საკუთარი პენსიით მხოლოდ ამ სესხის დაფარვას ცდილობს, რომ უსახლკაროდ არ დარჩეს, ხოლო თავისთვის მიზერული თანხა რჩება.

არსებული ცნობებით, ამ ყველაფრის მოსმენა ოფიცრებისთვისაც კი ემოციურად მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, სუპერმარკეტის წარმომადგენლობა არ ითვალისწინებს ქალის მდგომარეობას და საჩივარს ძალაში ტოვებს.

მოხუცის მეზობლები ამბობენ, რომ ის მართლაც რთულ მდგომარეობაშია, თავად კი აღარ აპირებენ იმ სუპერმარკეტში შესვლას, რომელიც უარს ამბობს საჩივრის გამოტანაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეში შესაძლოა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ჩაერიოს, რათა ქალის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი გაუქმდეს.

onalem

ტესტ