fbpx
საზოგადოება

ლესვოსი: საბერძნეთის პოლიციამ 120 მიგრანტი დააკავა

დღეს დილით კუნძულ ლესვოსზე საბერძნეთის პოლიციამ 120 მიგრანტი დააკავა. უცხოელები, რომელთაგან უმეტესობა ავღანელია, გუშინ ღამით ერთ-ერთ სკვერში იყვნენ შეკრებილები და საჯარო სივრცე უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. მათთან ერთად აიყვანეს ორი საბერძნეთის მოქალაქე, რომლიც ავღანელებს სოლიდარობას უცხადებდა.

თითოეული მათგანი მითილინის ცენტრიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიგრანტებს სკვერში მცირეწლოვანი ბავშვებიც ჰყავდათ. ისინი თავშესაფრის მაძიებლები არიან და როგორც ლესვოსის მერი აცხადებს ისინი ქალაქის 27, 000 მაცხოვრებელს უსაფრთხოების განცდას უკარგავენ. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ლესვოსი დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა.

გასულ ღამეს იმიგრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც. დაშავებულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომელთაც მიგრანტები ქვებს ესროდნენ.

https://www.facebook.com/100010864297609/videos/592929227745882/

https://www.facebook.com/100010864297609/videos/592919207746884/

https://www.facebook.com/100010864297609/videos/592842074421264/

onalem

ტესტ