fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 16 წლის გოგონას მშობიარობის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინეს – კარანტინში 10-მდე ექიმი და ექთანი

პატრასის საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სპეციალური ზომების მიღების გარეშე, 16 წლის გოგონა ამშობიარეს და რამდენიმე საათის შემდეგ მისმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

ირკვევა, რომ მას გაუკეთეს სწრაფი ტესტი ვიდრე სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანდნენ და პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა, ვინაიდან ამ ტესტების საიმედოობა ხშირად დგება ეჭვქვეშ, შედეგი არასწორი აღმოჩნდა და მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტმა, რომლის პასუხის გამოვლენასაც გაცილებით დიდი დრო სჭირდება და საიმედოა, აჩვენა დადებითი შედეგი.

კარანტინის პირობებში გადავიდა სამედიცინო პერსონალის 10-მდე წარმომადგენელი, რაც დიდი დარტყმაა პატრასის საავადმყოფოსთვის. თუმცა, სხვა გამოსავალი არ არსებობდა, ვინაიდან პირდაპირი შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან.

onalem

ტესტ