fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პაოლას კონცერტი ჩაიშალა – ზარი ბომბის შესახებ, რომლის გამოც კლუბი დაცალეს

გუშინ თესალონიკში, ღამის კლუბ “Vogue”-ში, სადაც პაოლა და ნიკოს კურკულისი მღეროდნენ, უცნობმა პირმა დარეკა და იტყობინებოდა, რომ გასართობ ცენტრში ბომბი იყო, რომელიც რამდენიმე წუთში აფეთქდებოდა. ადგილზე სწრაფად გამოიძახეს პოლიცია და ოფიცრებმა ზარი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნიეს, რის გამოც, სასწრაფო დაცალეს იქაურობა ხალხისგან.

პაოლა და ნიკოს კურკულისი პერსონალთან ერთად დიდხანს იცდიდა, რათა შემოწმების პროცედურები დასრულებულიყო. მათი გამოსვლა შეწყდა.

პოლიციამ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის საშუალებით დაადგინა, რომ ზარი ყალბი იყო და კლუბში არ აღმოჩნდა არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება და ბომბი.

იხილეთ ფოტოები ადგილიდან:

onalem

ტესტ