fbpx
საზოგადოება

“თავს იმაზე მეტად ბერძენად ვგრძნობ, ვიდრე თავად ბერძნები” – 17 წლის მერსი საბერძნეთის დროშით

17 წლის გოგონას გამოჩენას 28 ოქტომბრის პარადზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან. ყველას მზერა მერსისკენ იყო მიპყრობილი, რომელსაც საბერძნეთის დროშა ეკავა. ვინაიდან ნაწილმა ეს გამოსვლა მისი წარმომავლობის გამო გააპროტესტა, მერსიმ ტელეკომპანია SKAI-სთან ისაუბრა.

“თავს ბერძენად ვგრძნობ, რადგან აქ გავიზარდე. აქ დავიბადე… სკოლაში აქ დავდივარ. რასაც ბერძნები აკეთებენ, ვაკეთებ მეც. დღეს კირიაკოს მიცოტაკის ინტერვიუ ვნახე და ძალიან გამიხარდა. არ ველოდი. ხედავენ, რომ მხოლოდ ბერძნებს არ შეუძლიათ ატარონ დროშა.

ჩემი მშობლები ნიგერიიდან საბერძნეთში 20 წლის წინ ჩამოვიდნენ. მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემები იყო. ამიტომ მათ უკეთესი მომავალი იპოვეს. ზოგჯერ იმაზე მეტად ბერძენად ვგრძნობ თავს, ვიდრე თავად ბერძნები,” ამბობს გოგონა.

onalem

ტესტ