fbpx
კრიმინალი

ნაპოვნია 26 წლის გარიფალიას საყურე და სისხლის ლაქები ხმელეთზე – რას შეეწირა გოგონა?!

საბერძნეთის პოლიციის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, 26 წლის გარიფალიას გარდაცვალება კრიმინალური დანაშაულის შედეგს ჰგავს და არა უბედურ შემთხვევას.

ირკვევა, რომ პოლიციამ ხმელეთზე იპოვა გოგონას საყურე და მისი სისხლის ლაქები, აქედან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის წყალში შემთხვევით ჩავარდნით არ გარდაცვლილა.

გამოძიება ასევე იუწყება, რომ ყელსაბამი, რომელსაც გოგონა ატარებდა, ძალით არის მოგლეჯილი და გაწყვეტილ მდგომარეობაში იპოვეს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ხმელეთზე რაღაც მოხდა და შემდეგ დამნაშავემ შესაძლოა მისი სხეული წყალში ჩააგდო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გარიფალიას მეგობრის, 30 წლის მამაკაცის ძებნა, რომელიც ბოლო 1 დღეა გაუჩინარებულია.

მედია ავრცელებს გარდაცვლილი გოგონას ფოტოს:

onalem

ტესტ