fbpx
პოზიტივი

მიცოტაკის პირადი მილოცვა დიმიტრის, რომელმაც ორივე მშობელი დაკარგა და ეროვნულ გამოცდებზე რეკოდრულად მაღალი ქულები მიიღო

დიმიტრის კარაკოსტამ დედაც და მამაც კორონავირუსისგან დაკარგა, 25 დღის ინტერვალით. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, რომელიც ამ ასაკის მოზარდს შეიძლება შეემთხვეს, დიმიტრიმ ფარ-ხმალი არ დაყარა და ეროვნული გამოცდები ჩააბარა.

ბიჭმა რეკორდულად მაღალი ქულები მიიღო და სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. როგორც ამბობს, ამის ძალა სწორედ გარდაცვლილმა მშობლებმა მისცეს.

დიმიტრის საბერძნეთის პრემიერმა პირადად დაურეკა და წარმატება მიულოცა.

“ეს ყველაფერი ურთულესი იყო, მაგრამ ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ წარმატებისთვის მიმეღწია და სასურველ ფაკულტეტზე ჩავრიცხულიყავი. მათ მომცეს ძალა, რომ ამ ყველაფერს გავმკლავებოდი. ორივე მასწავლებელი იყო. 

როცა გარდაიცვალნენ, ცოტა ხნით ყველაფერი მივატოვე, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა. მხარს ძალიან მიჭერდნენ ჩემი დედმამიშვილები და დედაჩემის მოსწავლეები,” ამბობს დიმიტრი.

onalem

ტესტ