fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენმა ქალმა 1.000.000 ევრო ორგანიზაციას “ბავშვის ღიმილი” დაუტოვა

არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საბერძნეთში ერთ-ერთი საუკეთესოა, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი ეხმარებიან ობოლ ბავშვებს, მშობლებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ასე შემდეგ… თუმცა, ის, რაც დღეს დილით გახდა ცნობილი, ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვისაც დაუჯერებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ბერძენმა ქალმა ანდერძში დაწერა, რომ 1 მილიონი ევრო, რომელიც მისი ცხოვრების დანაზოგს წარმოადგენდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ორგანიზაციის ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო… და ასეც მოხდა.

როგორც ცნობილია, მოხუცი გერმანიაში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან დაუძლურებული არ იყო, ბოლო 4 წლის მანძილზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან ვაჟი გარდაეცვალა. რამდენიმე დღის წინ კი თავადაც დაიღუპა.

თანხა, რომელიც მან “ბავშვის ღიმილს” გადაურიცხა, მზუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდებათ, რომელთაც რთული ცხოვრება ხვდათ წილად.

onalem

ტესტ