fbpx
ჯანმრთელობა

“მომდევნო წლებში დაგვჭირდება უწყვეტი ვაქცინაცია, უსაფრთხოება მხოლოდ 2023 წლიდან” – ჯეფრი სეიმანის პესიმისტური პროგნოზები

კოლუმბიის უნივერსიტეტის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ჯეფრი სეიმანმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და საკმაოდ პესიმისტური პროგნოზები გააკეთა. მისი ამგვარი ხედვა, ცხადია, მუტაციებს უკავშირდება, რომლებიც როგორც ჩანს, თავს კიდევ რამდენიმე წელი არ დაგვანებებენ.

“ის, რაც ახლა მუტაცია დელტას გამო ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. კიდევ ორი წელი დაგვჭირდება, რომ თავი შედარებით უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. კიდევ უნდა გავიმეორო, რომ მუტაციების შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით შეიძლება. 

მუდმივად იქნება ახალი მუტაციები, რომლებიც დააინფიცირებს იმ ადამიანებსაც კი, რომლებმაც ან ვირუსი უკვე გადაიტანეს, ან ვინც აცრილია. ეს ნიშნავს, რომ იმუნიტეტი, რომელიც გადატანილი დაავადებისგან ან ვაქცინისგან გვაქვს, არის დროებითი და ლოგიკურად, მომდევნო წლებში დაგვჭირდება უწყვეტი ვაქცინაცია, რომ იმუნიტეტი კიდევ და კიდევ გამოვიმუშავოთ,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ