fbpx
საბერძნეთი

მარტში განსაკუთრებით ცივი ჰაერის მასების შემოჭრა საბერძნეთში – იხილეთ პროგნოზი

ბერძენი სინოპტიკოსი, კლეარხოს მარუსაკისი აცხადებს, რომ საბერძნეთში ზამთარი მარტის თვემდე გასტანს, რადგან თვის შუა რიცხვები განსაკუთრებით ცივი იქნება.

არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 8-10 მარტიდან ქვეყანაში განსაკუთრებით ცივი ჰაერის მასები შემოიჭრას უკრაინის ტერიტორიიდან და შესაძლოა დაფიქსირდეს ყინვაც კი.

გარდა მარუსაკისა, მეტეოროლოგი, საკის არნაუტოღლუ პროგნოზირებს, რომ მარტში ამინდი საკმაოდ ცვალებადი იქნება, რაც ამ თვისთვის დამახასიათებელიც არის.

კვირასა და ორშაბათს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში ტემპერატურა დაეცემა, მაგრამ მარუსაკისგან განსხვავებით, არნაუტოღლუ ამბობს, ეს არ იქნება განსაკუთრებული სიცივე.

მომდევნო 48 საათში სინოპტიკოსებს უფრო ზუსტი სურათი ექნებათ, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ