fbpx
საზოგადოება

საკუთარი სიკვდილი, ფაქტობრივად, კამერით გადაიღო – ათენში დატრიალებული საზარელი ტრაგედია

ეგალეოს ტერიტორიაზე მომხდარმა ტრაგედიამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. ცნობილი იუთუბერი, ანდრეას რიგო, მეგობართან ერთად, მოტოციკლებით შესაჯიბრებლად გავიდა და სახიფათო თამაში ფატალურად დასრულდა.

რიგოს უნდოდა, რომ კამერით გადაეღო მათი შეჯიბრი და ძალიან დიდი სიჩქარით მეგობრები ერთმანეთს უსწრებდნენ. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში ისინი დაეჯახნენ და მოცოტიკლები განადგურდა, 25 და 30 წლის ბიჭები კი ადგილზე დაიღუპნენ.

შეჯახების მომენტში რიგოს კამერა ჩართული იყო, რადგან უნდოდა, რომ ეს ვიდეო შემდეგ იუთუბზე აეტვირთა, როგორც სხვა შემთხვევებში აკეთებდა ხოლმე.

ორი ახალგაზრდის ოჯახი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ვერ იჯერებენ, რომ მათი შვილები ასე უსამართლოდ დაიხოცნენ.

onalem

ტესტ