fbpx
საბერძნეთი

Market Pass საბერძნეთში: თანხის მისაღებად განაცხადების შევსებისთვის პლატფორმა 22 თებერვალს იხსნება

მომდევნო ოთხშაბათს, კერძოდ, 22 თებერვალს, საბერძნეთში გაიხსნება პლატფორმა, რათა მოსახლეობამ Market Pass-ის ანუ პროდუქტებისთვის განკუთვნილი თანხა მიიღოს, ხოლო პირველი თანხები, სავარაუდოდ, 3 მარტამდე ჩაირიცხება.

2023 წლის 28 თებერვლამდე წარდგენილ განცხადებაზე ბენეფიციარებს თანხები 3 მარტამდე ჩაერიცხებათ ანგარიშებზე, ხოლო ვინც განაცხადებს შეავსებს 2023 წლის 15 მარტამდე, თანხას 20 მარტამდე მიიღებს.

განაცხადი, რომ მთავრობამ სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტების ღირებულების 10% დაფაროს, vouchers.gov.gr-ზე უნდა შეავსოთ.

როგორც უკვე ცნობილია, სახელმწიფოს სუბსიდირებით სარგებლობისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ ტაქსინეტის კოდები და ამკა. სუბსიდირება იმოქმედებს როგორც სუპერმარკეტებში, ასევე, საცხობებში, ხორცისა და თევზის მაღაზიებში ანუ ნებისმიერ მაღაზიაში, რომელიც სურსათს გვთავაზობს.

ყოველთვიური შესყიდვის ლიმიტი ერთსულიან ოჯახზე შეადგენს 200 ევროს, ხოლო დამატებით წევრებზე 100 ევროთი იზრდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა უკვე აღნიშნა, მოსახლეობა თანხებს მიიღებს, პროდუქტების შეძენის ვალდებულების ქონის გარეშეც.

თვეში მიღებული თანხის ოდენობა განისაზღვრება 22 ევროდან 100 ევრომდე, ანუ მომდევნო 6 თვის მანძილზე ჩარიცხული თანხის მაქსიმუმი 600 ევროს უდრის. ცხადია, თანხის რაოდენობა, რომელსაც თითოეული ოჯახი მიიღებს, დამოკიდებულია ინდივიდუალურ მდგომარეობაზე (შემოსავალზე და ა.შ.)

onalem

ტესტ