fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ხატია ბუნიათიშვილი ათენში, 26 სექტემბერს, “მეღარო მუსიკის ათინონ”-ში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი “მეღარო მუსიკის ათინონ”-ში, 26 სექტემბერს კონცერტს გამართავს.

ბილეთის ფასები 11 ევროდან 60 ევრომდეა და შეგიძლიათ უკვე შეიძინოთ დისტანციურად: https://webtics.megaron.gr/el/events/?eventid=2657&showid=6675#6675

ქართველი ვარსკვლავის ბიოგრაფია:

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2004 წელს(საფორტეპიანო).

სწავლობდა თბილისის “ნიჭიერთა ათწლედში”(პედაგოგი ე. ქირია); იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში(პედაგოგი ო. მაიზენბერგი); 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში; მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი–ჰოლინ(ნიუ–იორკი), შანზ–ელიზეს თეატრი(პარიზი), ლუვრის აუდიტორიუმი, მუსიკის ნორმალური სკოლა(École normale de musique de Paris), გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი “Musikverein”, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი; ის არის მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე; აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად; თანამშრომლობს: მ. არგერიხი, გ. კრემერი, ნ. ფრიერი, პ. დომინგო, მ. მაისკი; გასტროლებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: საფრანგეთი, ისრაელი, ევროპა, აშშ; ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში, პარიზში; პიანისტი.