fbpx
მსოფლიო

იტალიაში ქართველი პოლიციელი დაჭრეს

ფლორენციის განყოფილების გასაიდუმლოებული სპეციალური დანიშნულების კრიმინალთან ბრძოლის დეპარტამენტის ქართველი თანამშრომელი, 25 წლის ლევან მ., ტუნისის მოქალაქის ცხელ კვალზე დაკავებას ცდილობდა, დამნაშავემ კი სამართალდამცველს დანით ხელის არეში ჭრილობა მიაყენა.

როგორც თავად დაჭრილმა პოლიციელმა georgians.gr-ს განუცხადა, მამაკაცმა, რომელიც აქამდეც ნასამართლევი იყო, სავაჭრო დაწესებულებიდან ნივთები და ფული მოიპარა და ადგილიდან მიმავლას ცდილობდა.

‘’ამ დროს მე გავედევნე, დავიჭირე, დავაწვინე მიწაზე, ჩანთა წავართვი, თუმცა, მან დანა ამოიღო და მხარზე გადამისვა, შემდეგ ისევ გაიქცა, ჭრილობის მიუხედავად კვლავ გავედევნე, დავიჭირე და ბორკილები დავადე, შემდეგ უკვე მალევე დამხმარე ძალა მოვიდა და საპატიმროში გადაიყვანეს’’ -განუცხადა ფლორენციის პოლიციის ქართველმა გამომძიებელმა, ლევანმა georgians.gr-ს.

დაკავებული ტუნისის მოქალაქე ძარცვის, იარაღის უკანონო ტარებისა და სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით, გაუსამართლებლად დააპატიმრეს.

ქართველი გამომძიებელი თავს კარგად გრძნობს და ხელის არეში რამდენიმე ნაკერი აქვს დადებული.
25 წლის ლევანი ფლორენციის განყოფილებაში უკვე მეორე წელია მუშაობს.

onalem

ტესტ