fbpx
პოლიტიკა

“ილოცეთ ჩვენთვის! რუსები ყველა მხრიდან მოდიან” – ბერძენი ქალბატონი უკრაინიდან

მარიუპოლში მცხოვრებ ადგილობრივებთან ერთად, ბერძნებიც სასოწარკვეთილებაში არიან. როგორც უკვე ცნობილია, დაღუპულია 6 ბერძენი, ხოლო დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.

დაბომბილ სოფელში მცხოვრები ბერძენი ქალბატონი ამბობს, რომ რუსები ყველა მხრიდან მიდიან და ითხოვს, რომ ილოცონ მათთვის.

“გინდათ გაიგოთ, როგორ ვტირით?! დაბომბეს ხიდებიც და მატარებლებიც არ დადიან. გუშინდელის შემდეგ სარტანაში არ აქვთ დენი. ტელეფონებზე არ პასუხობენ.

უკრაინის მეორე კიდეში ვართ. დასავლეთ საზღვართან რომ მოვხვდეთ 30 საათი უნდა ვიმგზავროთ. წარმოგიდგენიათ?! აქედან წასვლა შეუძლებელია.

აღმოსავლეთიდან დაბომბვის ხმა მესმის და ვერაფერს ვხედავ, სრული სიბნელეა,”ამბობს ქ-ნ ხაძინოვა და ევროპას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

onalem

ტესტ