fbpx
საზოგადოება

ფენომენი “მიდია” – ათენი ელექტრო მატარებლის, ავტობუსებისა და ტროლეიბუსების გარეშე

დღეს ათენის მაცხოვრებლებისთვის გადაადგილება განსაკუთრებით რთული იქნება. ბერძნული მედიის ინფორმაციით, არ მუშაობს საჯარო ტრანსპორტი.

კერძოდ, ათენში არ მოძრაობენ ავტობუსები და ტროლეიბუსები, ასევე შეჩერებულია ელექტრო მატარებლის (ტრენო) მუშაობა.

დედაქალაქში არ სრულდება არც მეტროს მარშრუტები აეროპორტისკენ და აეროპორტიდან. მეტრო მოძრაობს მხოლოდ დუკისის პლაკენტიას სადგურამდე.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მხოლოდ ტრამვაი.

ავტობუსებმა და ტროლეიბუსებმა დილით დატოვეს საკუთარი სადგურები, რათა ემუშავათ, მაგრამ იმის გამო, რომ გზები საკმაოდ ცურავს, მიიღეს ბრძანება უკან დაბრუნებულიყვნენ და დღის მანძილზე არ იმუშავებენ.

onalem

ტესტ