fbpx
საზოგადოება

კვლავ ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი საბერძნეთში – ამინდი დღეს საღამოდან იცვლება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოდან ქვეყანაში ამინდი კვლავ უარესდება. მზიანი დღეების შემდეგ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და ქარი რამდენიმე რეგიონში.

ფენომენი საღამოს საათებში გააქტიურდება და განსაკუთრებით ძლიერი იქნება დასავლეთ საბერძნეთში, შემდეგ ნელ-ნელა ჩრდილოეთით გადაინაცვლებს და გამოიწვევს უხვი ნალექის მოსვლას.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, წვიმა ორშაბათს შუადღემდე გასტანს და შემდეგ შესუსტდება და შეწყდება.

ათენში დღეს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ