fbpx
საბერძნეთი

დღეიდან მეტრო პირეაზე მოსახლეობის სამსახურში – კირიაკოს მიცოტაკიმ პრეზენტაცია გამართა

დღეს შუადღიდან ათენში მეტროს სამი ახალი სადგური იწყებს მუშაობას და პირეას მოსახლეობის ყოველდღიურობა კიდევ უფრო გამარტივდება.

მეტროსადგურების პრეზენტაცია კირიაკოს მიცოტაკიმ, ტრანსპორტის მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად გამართა. 14:00 საათიდან ამუშავდება: “მანიატიკა,” “პირეას”, “დიმოტიკო თეატრო”. მეტროს მე-3 ხაზი გაფართოვების შედეგად დამატებით კიდევ 132.000 მგზავრს მოემსახურება, ქალაქში კი, მანქანების რაოდენობას 23.000-ით შეამცირებს.

პირეას პორტიდან ათენის საერთაშორისო აეროპორტამდე მისვლა შესაძლებელი იქნება 55 წუთში, პირდაპირ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში უახლოეს მომავალში ქაღალდის ბილეთების გაუქმება იგეგმება და ყველაფერი ელექტრონულ სისტემაზე გადადის. დეტალური ინფორმაცია გავრცელდება გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, როდესაც ბანკებთან მოლაპარაკებები დასრულდება.

onalem

ტესტ