fbpx
საზოგადოება

“რენა უკვე ხუთი დღეა მაცივარში წევს და იცდის როდის დამარხავენ” – ცნობილი ბერძენი მომღერალი, რენა პადა, ამ დრომდე არ დაუმარხავთ

შოკისმომგვრელი ინფორმაციის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. ცნობილი ბერძენი მომღერლის, რენა პადას ცხედარი კვლავ ათენის მორგში რჩება და მისი დამარხვის ერთი მსურველიც კი, ამ დრომდე არ გამოჩენილა.

მომღერალი 15 ნოემბერს, გასულ პარასკევს გარდაიცვალა და როგორც ცნობილია, მას ოჯახის წევრები და ახლო  ნათესავები არ ჰყავს. სწორედ ამიტომ ათენის მორგის მაცივარშია მიტოვებული და დასაფლავება სახსრების არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

რენა პადა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“რენას ამქვეყნად არავინ ჰყავდა. მისი კორპუსის მაცხოვრებლებმა გამოიძახეს პოლიცია და ცხედარი მორგში წაიღეს. მას შემდეგ ვცდილობთ თანხის შეგროვებას, რომ დაკრძალვის ცერემონია გაიმართოს,” ამბობს სპიროს ბიბილასი.

“ჩემთვის შოკისმომგვრელია, რომ რენა უკვე ხუთი დღეა მაცივარში წევს და იცდის, როდის დამარხავენ. განა ეს შესაძლებელია?!” თქვა დაკიმ.

onalem

ტესტ