fbpx
საზოგადოება

“ამ ასაკის ბავშვზე ასეთი დაზიანებები არასოდეს მინახავს” – რას ამბობს ექიმი 11 თვის ჩვილზე, რომელიც ათენში გარდაიცვალა

ათენის საავადმყოფოში დაღუპული 11 თვის გოგონას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ექსპერტიზა და ექიმები პირველ განცხადებებს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვილის სხეული, როდესაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს.

ბავშვის დედა ამბობს, რომ დაზიანებები იმ მკურნალობის შედეგი იყო, რომელსაც ბავშვს ენცეფალიტის გამო უტარებდნენ, ხოლო ექიმი ამ აზრს არ ეთანხმება: “მე არ ვიცნობ მსგავსი სახის თერაპიებს. დაზიანებები, რომელიც ბავშვს აქვს რაღაც უხეში საგნით არის მიყენებული. ამ ასაკის ბავშვზე ასეთი დაზიანებები არასოდეს მინახავს.”

პოლიცია ცდილობს ოჯახის და მათთან ერთად მცხოვრები კიდევ სხვა წყვილის დაკითხვის საშუალებით გამოიძიოს, ხდებოდა თუ არა ბავშვზე რაიმე სახის ძალადობა, რადგან ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სექსუალური ძალადობის ნიშნები შეიძლება იყოს.

onalem

ტესტ