fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

56 ახალი შემთხვევა საბერძნეთში – კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1212-მდე გაიზარდა

სოტირის ციოდრასის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ოფიციალურად 1212 ადამიანია კორონავირუსით დაავადებული.

გარდაცვლილთა რიცხვი 43-ს უდრის, ხოლო 5-მა მძიმე პაციენტმა რეანიმაციის დატოვება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად არ იზრდება, თუმცა, მომდევნო კვირები განსაკუთრებით დიდი რისკის შემცველია და მდგომარეობა დამოკიდებულია თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე, დავრჩეთ სახლში!

onalem

ტესტ