fbpx
მსოფლიო

ალბანეთი: ქალი თავის ტყუპებთან ჩახუტებული იპოვეს – დაღუპულია ოჯახის 8 წევრი

ალბანეთში დრამამ პიკს მიაღწია. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 47-მდეა გაზრდილი. ის კი, რაც მაშველებმა ბოლოს ნახეს, სიტყვებით აღუწერელია… 32 წლის ქალი თავის ტყუპ შვილებთან ერთად ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. ბავშვები 2 წლისები იყვნენ. ასევე დაღუპულია ამავე ოჯახის 5 სხვა წევრი: 12 წლის გოგონა, 32 წლის ქალის მეუღლე, 8 წლის გოგონა, გოგონების ბებია და 32 წლის ქალის და, რომელიც 22 წლის იყო. ოჯახიდან ერთადერთი სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანი 17 წლის ბიჭია.

ამავე დროს, საბერძნეთი უწყვეტ რეჟიმში ეხმარება ალბანეთს, აგზავნის დიდი რაოდენობით საკვებს. პრემიერმა ედი რამამ ორ ქალაქში, თუმანსა და დირახიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საერთო ჯამში 260-მა კორპუსმა და 1.600-ზე მეტმა ბინამ მიიღო სერიოზული დაზიანებები. ამ შენობებში ცხოვრება სასტიკად აკრძალულია.

onalem

ტესტ