როდის იქნება ავტობუსების გაფიცვა ათენში?!
ავტობუსები ათენში შემდეგ ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიფიცებიან.
ΟΑΣΑ-ა ავტობუსების მძღოლებმა განაცხადეს, რომ ისინი სოლიდარობას განუცხადებენ ΓΣΕΕ-ს, რომელიც 28 ნოემბერს 24-საათიან გაფიცვას გეგმავს.
“ΟΑΣΑ-ს თანამშრომელთა კავშირის” განცხადებით, ავტობუსები იმუშავებენ მხოლოდ დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ესეიგი, არ იმუშავებენ ცვლის დაწყებიდან (05:00 საათი) 09:00 საათამდე და საღამოს 21:00 საათიდან ცვლის დასრულებამდე.
გაფიცული იქნება ათენის ავტობუსების ყველა ხაზი, აეროპორტის მარშრუტების ჩათვლით.
ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორ იმოძრავებენ დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები.