საბერძნეთის პოლიციამ პირეოსში 12 უცხოელი დააკავა
პირეოსის ტერიტორიაზე 12 უცხოელი უკანონო ვაჭრობისთვის დააკავეს.
ისინი ბანგლადეშის, სენეგალის, პაკისტანის და ბულგარეთის მოქალაქეები არიან და საერთო ჯამში 49,000 ნივთი აქვთ გაყიდული.
6 სენეგალის, 4 ბანგლადეშის, 1 პაკისტანის და ერთი ბულგარეთის მოქალაქე ფეხსაცმელების, სამაჯურების, ქუდების, საფულეების, სათამაშოების, მობილურის აქსესუარების, მზის სათვალეების გაყიდვისა და კიდევ მრავალი სხვა ნივთით უკანონოდ ვაჭრობისთვის დააკავეს.
ყველაფერი, რაც ადგილზე ჰქონდათ, ჩამოართვეს და გაანადგურეს. ამასთანავე, დადგენილების მიხედვით, მათ დაეკისრებათ გარე ვაჭრობისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები.