fbpx
საზოგადოება

68 წლის ექიმის შეცდომა, რომელმაც 19 და 17 წლის ბიჭების სიცოცხლე იმსხვერპლა – ტრაგედია ევიაში

მთელი ევია შეძრულია 19 და 17 წლის ბიჭების გარდაცვალებით, რომლებიც საბედისწერო შეჯახებას ემსხვერპლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აგიოს გეორგიოს ტერიტორიაზე ბიჭები მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, როდესაც გამოჩნდა მანქანა, რომელიც დიდი სისწრაფით მოძრაობდა და სხვებს უსწრებდა. ირკვევა, რომ ამ ავტომობილს 68 წლის ექიმი მართავდა.

თვითმხილველთა თქმით, ის მსუბუქად დაეჯახა კიდევ ორ მანქანას, თუმცა, საბოლოოდ გაიტანა მოტოციკლი, რომელზეც ბიჭები ისხდნენ. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ისინი პოლიციის ოფიცრების შვილები იყვნენ და ერთ-ერთის მამას ტრაგედიის დღეს დაბადების დღე ჰქონდა.

რაც შეეხება 68 წლის ექიმს, მან საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო, ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია და ფაქტობრივად, სიცოცხლისთვის იბრძვის.

onalem

ტესტ