fbpx
საზოგადოება

48 საათიანი წვიმა, ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი საბერძნეთში – რა გველის ათენსა და თესალონიკში?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის უმეტეს ნაწილში მომდევნო 48 საათის მანძილზე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ასევე ნავარაუდევია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა.

ატიკის რეგიონში მომდევნო ორი დღის მანძილზე მოსალოდნელია მოღრუბლულობა, წვიმა და ქარი. ტემპერატურა ათენის ცენტრში 19-დან 24 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ძლიერი წვიმა მოსალოდნელია შუადღის შემდეგ. ჰაერი კი ქალაქის ცენტრში 15-დან 28 გრადუსამდე გათბება.

მეტეოროლოგების ცნობით, ამინდი ოთხშაბათიდან შედარებით გაუმჯობესდება.

onalem

ტესტ