fbpx
კრიმინალი

15 წლიანი პატიმრობა ბერძენს, რომელიც კონდენციონერის შესაკეთებლად მივიდა და კლიენტი მოკლა

საბერძნეთის სასამართლომ 32 წლის ბერძენს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 63 წლის ქალბატონის მკვლელობისთვის, რომელთანაც სახლში კონდენციონერის შესაკეთებლად მივიდა.

როგორც ცნობილია, ქალმა ბრალდებულს ტელეფონზე დაურეკა და კონდენციონერის შესაკეთებლად გამოიძახა. შემდეგ სახლში კამათი მოუვიდათ, თუმცა, 32 წლის მამაკაცი არ საუბრობს დეტალებზე. მან შელაპარაკების დროს ქალს ჩაქუჩი ჩაარტყა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემზარავია ფაქტი, რომ მკვლელობის შემდეგ ხელოსანმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა და იმ დღეს კიდევ ხუთ სახლში მივიდა დაზიანებების შესაკეთებლად.

63 წლის ქალი იმ კომპანიის მუდმივი კლიენტი იყო, სადაც 32 წლის ბრალდებული მუშაობდა და ყოველ წელს მიდიოდა მის სახლში კონდენციონერის შესამოწმებლად.

მამაკაცი ჩადენილი მკვლელობისთვის ციხეში 15 წელს გაატარებს.

onalem

ტესტ