fbpx
კატეგორიის გარეშე

საქართველოსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს დენდიასთან.

დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებზე და გამოთქვა იმედი, რომ პარტნიორების აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება ვითარების შემდგომი დარეგულირება.

საბერძნეთის მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია მოძიებული იქნას ყველა საშუალება იმისათვის რომ არსებულმა ფორმატებმა ეფექტურად იფუნქციონიროს, როსთვისაც საჭიროა ახალ მიდგომებზე ფიქრი.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის.
კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური ხალხთაშორისი და კულტურული კონტაქტები.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობა და გამოთქვეს დაინტერესება განავითარონ ამ მხრივ ურთიერთობები