fbpx
ეკონომიკა

Thomas Cook გაკოტრდა – კრეტაზე ტურიზმი 80-100 მილიონი ევროთი იზარალებს

Thomas Cook-ის გაკოტრების შედეგად კუნძულ კრეტაზე 20.000-22.000-მდე ტურისტი ჩარჩა. ეს უდიდესი დარტყმა იქნება კუნძულისთვის და ზარალი მილიონობით ევროს ითვლის.

ტელეკომპანია SKAI-სთან ინტერვიუში საუბრისას, ირაკლიოს სასტუმროების მფლობელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნიკოს ხალკიადაკისი აცხადებს, რომ ბრიტანული ტურისტული კომპანიის გაკოტრება კრეტის მასშტაბით 80-დან 100 მილიონამდე ევროს ზარალს გამოიწვევს.

კონკრეტულად რეთიმნოში ზარალი 15 მილიონი ევროა, რომელსაც, სავარაუდოდ, სადაზღვევო კომპანიები დაფარავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული კომპანიის ანგარიშები 30 სექტემბერს საბოლოოდ დაიხურება, სასტუმროს მფლობელები კომპენსაციას საკმაო დროის დაგვიანებით მიიღებენ.

Thomas Cook-ის გაკოტრებამ ბერძნულ ტურიზმზე მასშტაბური ნეგატიური გავლენა იქონია და საუბარი არ არის მხოლოდ კუნძულ კრეტაზე. მნიშვნელოვანი ზარალი აღინიშნება როდოსზე, კოსსა და  კერკირაზე და დანაკარგები საერთო ჯამში 300 მილიონ ევროს უდრის.

onalem

ტესტ