ქალაქის ცენტრში დაგროვებული ნაგავი ბოშებმა გაიტანეს

თესალონიკში მაღაზიების მფლობელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. მათ შეწყვიტეს ქუჩებში დაგროვებულ ნაგავთან დაკავშირებით მოთქმა და გადაწყვიტეს დაიქირავონ ბოშები, რომლებიც ნაგავს გაიტანენ.

ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს თავიანთი მაღაზიების ტერიტორია გაასუფთავონ ნაგვისგან, რაც, როგორც უკვე დაიწერა, საზოგადოების ჯანმრთელობასაც უქმნიდა საფრთხეს. მეორე მხრივ კი, ბოშათა გარკვეული ნაწილი დასაქმდა.

მაღაზიის მფლობელების ეს ინიციატივა სხვა მოვაჭრეებმა გააკრიტიკეს.

ბოშებს გადუხადეს 100 ევრო იმისთვის, რომ ნაგავი გაიტანონ, ხოლო სამუშაოს 4-ჯერ შესრულებისთვის მათ მიიღეს არა უმეტეს 200 ევრო. საბოლოოდ, მათ ნაგავი ქალაქის დასავლეთით მდებარე შესასვლელში, მიტოვებულ შენობებთან მიიტანეს.

ქალაქის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ინიციატივა არ მოიწონა და თესალონიკის უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა შეწყდეს მსგავსი თვითნებური ქმედებები და ბოშების აღნიშნული საქმიანობა.