fbpx
საბერძნეთი

ხვალ საბერძნეთში ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები იწყება – მაღაზიები კვირა დღესაც ღია იქნება

ზამთრის ფასდაკლებებს მოუთმენლად ელოდება როგორც საბერძნეთის მოსახლეობა, ასევე, თავად მაღაზიების მეპატრონეებიც, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ მოგებამ თებერვლის თვის ჩათვლით შესაძლოა მიაღწიოს 6 მილიარდ ევროს.

ზამთრის ფასდაკლებებს დამატებითი მნიშვნელობა მიენიჭა მას შემდეგ, რაც საბერძნეთში გაუქმდა შუასეზონური ფასდაკლებები და იანვარ-თებერვლის თვე ახლა ის პერიოდია, როცა სასურველი ნივთების ძალიან დაბალ ფასებად შეძენას შევძლებთ.

ქვეყანაში ზამთრის დიდი ფასდაკლებები დაიწყება 8 იანვრიდან და მოქმედებაში იქნება 29 თებერვლის ჩათვლით. ამასთან ერთად, ცხადია, მაღაზიები იმუშავებენ ერთ-ერთ კვირა დღესაც, ფასდაკლებების მოქმედების ფარგლებში და 2024 წელს ეს დღე 14 იანვარი იქნება.

მაღაზიები 14 იანვარს ღია იქნება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე,ზოგიერთი კი, 20:00 საათამდე.

მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც ფასდაკლებებით სარგებლობენ, აუცილებელია, პროდუქციაზე მითითებული იყოს როგორც ახალი, ასევე ძველი ფასი, რათა გასაგები იყოს, საიდან მოხდა ფასის კლება.

 

onalem

ტესტ