fbpx
საბერძნეთი

ხვალ ძლიერი სიცივე, წვიმა და თოვლი საბერძნეთში – ტემპერატურა უკიდურესად ეცემა, შემდეგ ისევ იმატებს

საგაზაფხულო ამინდის შემდეგ საბერძნეთში სუსხიანი დღეები დგება და დღეიდან უკვე საგრძნობია ცვლილებები. შობამდე ყველაზე ცივი დღე, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, სამშაბათი იქნება.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა, ძირითადად ევიაში, სპორადესსა და კრეტაზე, ხოლო მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვა.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ სუსხის შემდეგ, საშობაოდ ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და ბრწყინვალე დღესასწაულს 20 გრადუსით შევხვდებით. შესაძლოა შედარებით დაბალი ტემპერატურა იყოს ჩრდილოეთით.

ხვალ, 20 დეკემბერს დასავლეთ მაკედონიაში იქნება -5-დან 5 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში -7-დან 10 გრადუსამდე, იპიროში -5-დან 12 გრადუსამდე, იონიის კუნძულებზე 4-დან 12 გრადუსამდე, თესალიაში -7-დან 8 გრადუსამდე, კრეტაზე 1-დან 12 გრადუსამდე.

ათენში ხვალ მაქსიმუმ 8 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო შემდეგ ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს 15-16 გრადუსამდე. რაც შეეხება თესალონიკს, ჰაერი ასევე 8 გრადუსამდე გათბება ხვალ, სამშაბათს, შემდეგ დღეებში კი მცირედით მოიმატებს.

 

onalem

ტესტ